fbpx
27/05/2022
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თენგიზ ცერცვაძე: ვახტანგ კალოიანი ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ ტიპურ „ჰეითერად“ ჩამოყალიბდა

22:22 ივლისი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

ბატონმა ვახო კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ცნობილმა რეანიმატოლოგმა ბატონმა ვახო კალოიანმა ძალიან მოუხშირა ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ფობიურ გამონათქვამებს და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ ტიპურ „ჰეითერად“ ჩამოყალიბდა.

„27 ივნისს მან არც მეტი, არც ნაკლები დაწერა, რომ “COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი დაკავებულია ყველაფრით, გარდა მისი პირდაპირი მოვალეობისა“ ???!!! და ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ღვარძლის და საბოტაჟის მცდელობის გარდა არაფერი გაუკეთებია პანდემიასთან გასამკლავებლად. საქმეს ვინ ჩივის, ერთი კონკრეტული კონსტრუქციული წინადადებითაც კი არ გამოსულა. ასე იცის დაუკმაყოფილებელმა ამბიციამ.

რისი თქმა უნდა ბატონ ვახოს? რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს და პირიქით – რას არ აკეთებს ისეთს, რასაც უნდა აკეთებდეს. სწორედ კლინიკური ჯგუფის ძალისხმევით COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ ექიმებთან ერთად შემუშავდა და დაინერგა COVID პაციენტების მკურნალობის და მოვლის ოპტიმალური მეთოდები პანდემიის ყოველი კონკრეტული ეტაპისთვის, ინოვაციური მიდგომები, რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტის პლაზმა, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით (ე.წ. high flow), პაციენტთა ნაკადების მართვის პრინციპები, ტრენინგები, COVID კლინიკებთან ონლაინ და ინტერაქტიური შეხვედრები, რთული შემთხვევების გარჩევები, და სხვ. ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციას, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ეკონომიკას და სხვა მსგავს აქტივობებს – ეს კლინიკური ჯგუფის პრეროგატივა არ არის. ბ-ნი კალოიანი რომ ჭკუას გვასწავლის ტოცილიზუმაბის იმპლემენტაცია მისი გაიდლაინში შეტანით უნდა მოგეხდინათო, ისიც არ იცის, რომ კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებულ ბოლო გაიდლაინში (ა.წ. მაისი) დეტალურად (ძალიან დეტალურად) არის გაწერილი COVID პაციენტებში მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების პრინციპები.

თუ რამდენად ეფექტიანია კლინიკური სექტორის საქმიანობა, შედეგები გვიჩვენებს. COVID პაციენტების კლინიკური მართვის ეფექტიანობის მთავარი მაჩვენებელი – ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებში სიკვდილობის პროცენტი – ე.წ. “CFR” (case fatality rate) საქართველოს ბევრად უკეთესი (დაბალი) აქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 34 ქვეყანას და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციით მოცვის დონე, პრაქტიკულად გაუქმებულია ყველა შეზღუდვა და მოსახლეობა არ გამოირჩევა დარჩენილი რეგულაციების (პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.) სკრუპულოზური შესრულებით.

ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრეები ხშირად გვიკიჟინებენ ჩვენ პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის გამო და ცდილობენ წარმოაჩინონ ეს ჩვენს მაკომპრომეტირებელ ფაქტორად?! არადა არანაირ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ ვართ. უბრალოდ, „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი მხარდამჭერი ვართ, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ იგი სხვა პარტიებზე უკეთესია და თუ სხვა სხვანაირად თვლის, ეს მისი ნებაა.

ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი. თვითონ ბატონი კალოიანი არამარტო გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტიური მხარდამჭერია, არამედ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში პირადად იყრიდა კენჭს „ევროპული საქართველოს“ სიით მაჟორიტარად აჭარის უმაღლეს საბჭოში და ხმების მხოლოდ 3 (სამი) % მიიღო. ამის შემდეგ თავმოყვარე ადამიანი მინიმუმ ხმას არ ამოიღებდა. ის კი დღედაღამ ჩვენს პოლიტიკურ აქტივობაზე ლაპარაკობს. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რატომ არის ჩვენს მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დანაშაული და ბატონი კალოიანის მიერ „ევროპული საქართველოს“ სიით კენჭისყრა – არა. თუ ვინმე თვლის, რომ ექიმი აუცილებლად აპოლიტიკური და ნეიტრალური უნდა იყოს, ჯერ ერთი რატომ, ექიმიც ხომ საზოგადოების წევრია ისევე, როგორც იურისტი, ეკონომისტი, ხელოვანი, სპორტსმენი და სხვ. და მეორეც – ბ-ნი კალოიანიც (და ბევრი სხვაც) ხომ ექიმია და თან ჩვენზე არანაკლებ ცნობილი“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

დეკემბერი 1, 2021
828
საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, პანდემიის დაძლევაზე ლაპარაკი ზედმეტია

დეკემბერი 1, 2021
913
მთავარი ამბავი

თენგიზ ცერცვაძე გამაფრთხილებელ მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 22, 2021
793

ბოლო განახლებები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
761

ბლუთუზ დინამიკების გამორჩეული მახასიათებლები

მაისი 24, 2022
764

რა უნდა გავითვალისწინოთ თბილისში ბინის მოძებნისას

მაისი 24, 2022
764

სახლის დაცვა თანამედროვე საკეტის მექანიზმების დახმარებით

მაისი 24, 2022
762

რა დანიშნულება აქვს სასოფლო-სამეურნეო კრედიტს?

მაისი 24, 2022
762

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.2k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.3k

ბოლო სტატიები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია