კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა თერჯოლაში.
კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 83 წლის ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტი თერჯოლის მკვიდრია. კლინიკა რამდენიმე დღეა კოვიდცენტრად გადაკეთდა.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული 919 შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.











