თერჯოლაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედში“ 70 წლის კოვიდინფიცირებული ქალი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
კლინიკის დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, ქალი 14 ოქტომბერს ბათუმიდან გადააიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, ქალს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.











