თერჯოლაში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა.
გარდაცვლილია 71 წლის ქალი, ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.











