იმაში, რომ „თეთრი კვამლი“ დღეს არ ამოვა, ალბათ, ამაში ბევრი კოლეგა დამეთანხმება, მაგრამ დღეს მთავარია ძირითად საკითხებზე შეჯერება, რომ მხარეებმა თქვან: „ღირს ამაზე მოლაპარაკება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა. როცა მედიატორები თვლიან, რომ ორივე მხარე შეხვდეს. ეს არის ინდიკატორი, რომ წინ წაიწია კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებებმა. აბსოლუტურად აცდენილი რომ იყოს ჩვენი წინადადებები, შეხვედრაც არ იქნებოდა, ამიტომ ეს ფაქტი მაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ პროცესი დაიძრა.
იმაში, რომ „თეთრი კვამლი“ დღეს არ ამოვა, ალბათ, ამაში ბევრი კოლეგა დამეთანხმება, მაგრამ დღეს მთავარია ძირითად საკითხებზე შეჯერება, რომ მხარეებმა თქვან: „ღირს ამაზე მოლაპარაკება“. საბოლოოდ კონტურებს შემდეგ დღეებში შეიძენს ეს პროცესი, თუმცა ველოდებით, რომ დღეს ძირითადი სურათი გამოიკვეთება“, – განაცხადა ჩიხლაძემ.










