თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ.
როგორც დაკარგულის დედა ამბობს, გოგონა საკუთარი მანქანით, სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
მისივე თქმით, შაბათს შუადღის 14:20 საათიდან თამარს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.











