კორონავირუსით დაინფიცირდა თიბისი ბანკის ოზურგეთის ფილიალის მმართველი. ინფორმაცია ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა დაგვიდასტურეს.
„კორონავირუსი დაუდასტურდა ბანკის მმართველს, ყველა თანამშრომელი გარდა სამისა, რომლებსაც ხელმძღვანელთან შეხება არ ჰქონიათ, გადავიდნენ თვითიზოლაციაში.“- აცხადებს ეპიდემიოლოგი.
ბოლო მონაცემებით, გურიის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რეგიონში სულ 333 კოვიდინფიცირებულია. გამოჯანმრთელდა 175 პაციენტი.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











