„ყველას გვმართებს, რომ ის ღონისძიებები, რომლებსაც აქამდე ვატარებდით და ის კონკრეტული სამედიცინო ღონისძიებები, რომელსაც ყველა მოქალაქე საჭიროებს, იქნას უზრუნველყოფილი როგორც ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ასევე ხარისხობრივად. სამინისტროს მოვუწოდებ კიდევ უფრო პროაქტიურად მოახდინოს ხარისხის ყოველდღიური გაუმჯობესება.
კორონა ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჰოსპიტალური სექტორის მზაობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული და ასევე ექიმებისა და მედდების მზაობა. რაც შეეხება მომზადებას, კიდევ ერთხელ განვმეორდები, ჩვენ ის პირველი შეზღუდვების ეტაპი გამოვიყენეთ, რომ სისტემა მაქსიმალურად მოგვემზადებინა და ამას მოწმობს, ის კონკრეტული სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რომელიც პრაქტიკულად ერთ თვეში იქნა მობილიზებული. საუბარი მაქვს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, ერთ თვეში ცარიელი კედლები გადაიქცა ყველაზე მძიმე პაციენტების მართვის ცენტრად.
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, და ასევე მივუსამძიმრო მათი კოლეგის გარდაცვალების გამო, და რა თქმა უნდა ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირული შრომის შედეგად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ახერხებენ. მინდა გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა მათ და ჩვენ გვმართებს რომ ამავე თავდადებით ყველამ ერთად გავაგრძელოთ ამ დიდ გამოწვევასთან გამკლავება, და ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები გავიყვანოთ სამშვიდობოს მინიმალური დანაკარგებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს – 942.
საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 1 122.
გარდაიცვალა – 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი.











