ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის „ლიგა ენდესას“ 2019-2020 წლების სეზონის გამარჯვებული „ბასკონია“ გახდა. თორნიკე შენგელიას კლუბმა „ბარსელონა“ ფინალში დაძაბულ ბრძოლაში 69-67 დაამარცხაა.
თორნიკე შენგელიამ მატჩი კარგად ჩაატარა, განსაკუთრებით კი მეოთხე პერიოდი, როდესაც ძალიან საჭირო სამქულიანი ჩააგდო და მნიშვნელოვანი ჩაჭრა გააკეტა.
მეოთხე პერიოდშივე თორნიკემ „ბარსელონას“ ლიდერს, ნიკოლა მიროტიჩს მეხუთე ჯარიმა აკიდა და პარკეტი ნაადრევად დაატოვებინა, რამაც მატჩის „ბასკონიას“ სასარგებლოდ დასრულებაში დიდი როლი ითამაშა.
„ბასკონიამ“ ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონობა მეოთხედ იზეიმა.











