სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, თუ ექიმს ვერ უკავშირდებით, მოჰკიდეთ ბავშვს ხელი და პირდაპირ მიმღებში მიიყვანეთ, თქვენ ამის გამო არავინ დაგძრახავთ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
თუმცა, მისივე განმარტებით, მშობლების შეუძლიატ იყვნენ მშვიდად, მაგრამ „ეს არ ნიშნავს, რომ ფხიზლად არ უნდა იყვნენ“.
„რისკის ჯგუფების გარეშე ამ დაავადებას ლეტალობის ძალიან დაბალი ნიშნული აქვს. საბედნიეროდ, ბავშვები რისკის ჯგუფის მიღმა თუ არიან, მინიმალურია რთული და ფატალური შემთხვევები, თუმცა ასეთი შემთხვევები მსოფლიოში აღწერილია. ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს საშიშროების ნიშნების მაჩვენებელი, როგორიც არის: სუნთქვის გართულება, ან კანზე უჩვეულო გამონაყარი, თუ, მით უმეტეს, ბავშვს აქვს რომელიმე თანდაყოლილი დაავადება, რა თქმა უნდა, მათი სტაციონირება დასაწყისშივე მნიშვნელოვანია. სხვა მხრივ მშობლებსა და ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ ამ ინფექციის. ბავშვების მშობლები მშვიდად უნდა იყვნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფხიზლად არ უნდა იყვნენ. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, თუ ექიმს ვერ უკავშირდებით, მოჰკიდეთ ბავშვს ხელი და პირდაპირ მიმღებში მიიყვანეთ, თქვენ ამის გამო არავინ დაგძრახავთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა „რუსთავი2-ის“ ეთერში.










