“ისმის კითხვა, თუ ჩანაწერი 2010 ან 2011 წელს არის გაკეთებული და დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო, დღეს აქვს სურვილი, ჩატარდეს გამოძიება, გაუგებარია, თავად რატომ არ ჩაატარა გამოძიება, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში?”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცახდა.
„გამოძიებამ უნდა დაადგინოს – ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, მონტაჟის კვალი ხომ არ არის; თუ ავთენტურობა დადასტურდება, უნდა გაირკვეს, ფიგურანტების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთ მოქმედებას, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.
ასეთ შემთხვევაში, ისმის კითხვა, თუ ჩანაწერი 2010 ან 2011 წელს არის გაკეთებული და დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო, დღეს აქვს სურვილი, ჩატარდეს გამოძიება, გაუგებარია, თავად რატომ არ ჩაატარა გამოძიება, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში? მაშინ რატომ არ დაადგინეს რეალურად, რა იყო იმ ვითარებაში? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება გამოხმაურება თუ სტატუსი, გამოძიებით უნდა იყოს დადგენილი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას“, – განაცხადა კახიშვილმა.











