“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ შევა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” სიას გაანულებს.
“თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ არ აპირებს და არც განიხილავს ამ პარლამენტში შესვლას. ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ ყველა ის დეპუტატი ვიტყვით უარს, ვინც პარლამენტში ვართ გასულები, არამედ სიის განულება ნიშნავს იმას, რომ სია აღარ იარსებებს, აღარ იარსებებს არანაირი შემდეგი დეპუტატი სიაში. არის შესაძლებელი, რომ სია მთლიანად გაუქმდეს, ფაქტობრივად. რაც ნიშნავს, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ჰყავს 35 დეპუტატი, გამოვა პარლამენტიდან არა მხოლოდ 35 დეპუტატი, არამედ მთლიანად სიაც განულდება და ვერავინ ვერ შევა პარლამენტში”, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ამასთან, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურსაც.











