fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თუ „ნაციონალებს” რესურსი გაუჩნდება, დაბრუნდება ის პერიოდი, რასაც ჩვენ დასავიწყებელ 9 წელს ვუწოდებთ – გია ვოლსკი

10:10 ივლისი 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
883
ნახვა

„ირინა ენუქიძე არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა. ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, ჩვენი თაობის წარმომადგენელი, მაგრამ რეალურად ეს იყო ადამიანი, რომელიც დაჩაგრეს“, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას”  სერიოზული რესურსი აქვს ჩართული, რომ როგორმე გადაფაროს კიდევ უფრო მძიმე თემები.

„რაც სტრასბურგმა დაადგინა, სანდრო გირგვლიანის თემაზე იყო კატასტროფული შეფასება. გაოგნებული არიან, როგორ მოხდა. ეს არის მართლაც უმძიმესი თემა. ჩამოვიდა სტრასბურგის ვერდიქტები, რომ გამიზნულად არის მოკლული ხალხი. ჯანმრთელობის უფლების წართმევა, წამების ფაქტები სტრასბურგმა დაადგინა. დადგენილია, რომ მოქალაქის მკვლელობა დაიგეგმა და განხორციელდა“, -აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წავიდა ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების გზით.

„იმ 130 კაციდან, ვინც ქუჩაში დახვრიტეს, 2-3 ან უფრო მეტიც, შესაძლოა, იყო მართლაც განგსტერული ცხოვრების მანერით, მაგრამ ერთხელ რომ გადადგამ ნაბიჯს და გამოიტან ასეთ განაჩენს – ლინჩის წესით გაასამართლებ ხელისუფლება, მეორე დღეს ჩაიდენ ისეთ დანაშაულს, როგორიც სანდრო გირგვლიანის მიმართ იქნა ჩადენილი. 80-ზე მეტი კაცია გასამართლებული, ზოგი გაქცეულია“, – განაცხადა  გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, არის საკითხები, რომელშიც ტოლობის ნიშანს ვერ დასვამ.

„პატიმარია თუ არ არის პატიმარი,  ადამიანია და არ შეიძლება მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ წესრიგი დაამყარო. მაგალითად, როდესაც იცი, ვინ მოაწყო ბუნტი, შეგიძლია გამოიყვანო  დასაჯო და სამაგალითო წესრიგი დაამყარო, მაგრამ რეალურად, როდესაც 7-8 კაცი კვდება უმისამართო ცეცხლით ისეთი, რომელსაც ამ ბუნტთან კავშირი არ ჰქონიათ,  უკვე სხვა პიარულ-პროპაგანდისტული ზღაპარი უნდა მოიგონო. აი, მაგალითად, სააკაშვილი გამოდის და ამბობს, კი, მე დავით აღმაშენებელივით მკაცრი ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩებში წესრიგი მქონდა. არ ჰქონდა წესრიგი, არც სტატისტიკურად და თუნდაც მცირეწლოვანებში 2011 წელს მარტო 40 მკვლელობა ჰქონდა.  სააკაშვილი ისე საუბრობს, გეგონება რომ გირგვლიანის თემა ერთადერთი თემაა. თითქოს არ იყო  მკვლელობები, თითქოს არ მომხდარა ის, რომ მუხლზე დაჩოქილი აჭარელი ბიჭები დახვრიტეს და  ბოლოს საკონტროლო გასროლა მოახდინეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, გირგვლიანის თემა იყო, რამაც იფეთქა და რაც ირინა ენუქიძემ შეასრულა ისე, როგორც დედამ უნდა იბრძოლოს დაღუპული შვილის სულისთვის, მაგრამ ვერდიქტები, რაც ახლა ჩამოვიდა სტრასბურგიდან,  თავისი  შინაარსით გაცილებით უფრო ძლიერია და მასთან დაკავშირებით გასამართლებულია არაერთი პიროვნება.

„რაც შეეხება მკვლელობების თემას, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. განადგურდა ყველა მტკიცებულება, არ იციან, მაგალითად, ციხის ბუნტის დროს ვინ ისროლა, არ იციან ვინ გასცა ბრძანება. ელენე თევდორაძე კი ამბობს, მაგრამ ამის უკან კიდევ საჭიროა მტკიცებულება.

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომელიმე დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი“, -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საკმარისია ნაციონალურ მოძრაობას შესაბამისი რესურსები გაუჩნდეს და წარსულის 9 წელი  უკვე წარსული აღარ იქნება.

„არ დაიჯეროთ, ვინც გეუბნებათ, რომ ის ცხრა წელი გუშინდელი დღე იყო. უბრალოდ, დღეს არ აქვთ ხელში იარაღი, რომ ჩვენი შვილები დაიჭირონ და ზარალი მოგვაყენონ. დღეს ხელში აქვთ სასტვენები და ბოქლომებით დარბიან. როგორც კი ხელში რესურსი გაუჩნდებათ, დაბრუნდება ის პერიოდი, რასაც ჩვენ განვლილ და დასავიწყებელ 9 წელს ვუწოდებთ“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

თეგები: გია ვოლსკი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – გია ვოლსკი

დეკემბერი 30, 2021
767
პოლიტიკა

ლავროვის განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა – ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა – გია ვოლსკი

დეკემბერი 3, 2021
791
პოლიტიკა

თანხების გადინება დანიშნულების გარეშე, საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც – გია ვოლსკი

დეკემბერი 3, 2021
771

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია