„ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა თუ 2-3 პროცენტით მეტია, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ჭამენ მათივე დანაყოფების, აღმაშენებლის და სხვა მეფეების რეიტინგს“,- ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანმა Survation-ის ახალ კვლევაზე ისაუბრა და თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს სრული მხარდაჭერა ამომრჩევლის მხრიდან, რასაც ეს კვლევაც ადასტურებს.
„მე და ჩვენი გუნდი როდესაც ვამბობთ, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერა გვაქვს, ეს მათს შორის იმ კვლევას ეყრდნობა, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაგრამ ასევე ვეყრდნობი ამომრჩეველთან შეხვედრებსაც. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მმართველ გუნდს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. მე კიდევ უფრო მეტად ვამაყობ იმ მონაპოვრით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში მოიტანა. ეს არის ის, რომ როდესაც მისვამთ კითხვას, მე და ჩემი გუნდის წევრები კი არ ვწყვეტთ, ვინ იქნება ხელისუფლებაში, არამედ ხალხმა დაიბრუნა არჩევანი იმის, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში,
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 22 პროცენტს. ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა თუ 2-3 პროცენტით მეტია, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი „ჭამენ“ მათივე დანაყოფების, აღმაშენებლის და სხვა მეფეების რეიტინგს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, გუშინ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით Survation-ის კიდევ ერთი კვლევა გამოქვეყნდა.











