დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზეც ხდება და ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ეს გათვალისწინებული უნდა იყოს.
„ძალიან ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი და მათი ნათქვამი მოვიტანე. არა მხოლოდ მათი ნათქვამი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათსას, ამიტომ, ვთვლი ვალდებულად თავს, რომ ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო. არის ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები, რა თქმა უნდა, დამდგარ შედეგს გამართლება არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ნაწილი გაგვეთვალისწინებინა. პირველ რიგში გათვალისწინება სოციალური ფონის, როცა ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს. ოჯახები არის გახლეჩილი. აქ არის ბევრი პრობლემა, ოჯახს ეკონომიურად უჭირს და ოჯახის უფროსები (უფრო ხშირად ოჯახის უფროსია ამის ჩამდენი) არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიური მხარეც ძალიან მძიმე და შეუსაბამო ხდება ამ რეალობაში. მე არ ვამბობ, რომ ხელაღებით, სრული ამნისტირება მოვახდინოთ ამ დანაშაულის”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„თუ ადამიანმა ეს ემოციურ ფონზე ჩაიდინა (რა თქმა უნდა, გამართლება შორსაა ამისგან), თუ დახასიათება ისეთია, რომ რისკები მინიმალურ დონეზე იქნას აღქმული, ოჯახიც თანახმაა, ამ სოციალურ ვითარებაში, მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა არა მხოლოდ კარგი, არამედ ძალიან კარგი და აუცილებელიც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.











