თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.










