fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თუ ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, პარტიის დატოვება მოუწევს – ინაშვილი 

16:56 იანვარი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
918
ნახვა

თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიიდან არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.

„სასწრაფოდ, გუშინ დასვენების დღეს შეიკრიბა საპროცედურო კომიტეტი, დაგვიკავშირდნენ, გვთხოვეს დადასტურება ჩვენი განცხადების, ხომ არ გადავიფიქრეთ? ჩვენ, რა თქმა უნდა დავუდასტურეთ, რომ ძალაშია ჩვენი განცხადება, თუმცა ეს განაპირობა „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა არ გვინდოდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია „ქართული ოცნების“ უკანონო ქმედებით, არჩევნების გაყალბებით. „ქართულ ოცნებას“ ვარწმუნებ, რომ სამი ან ოთხი დეპუტატის შესვლა ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ მომსწრე იმასა, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს რეგლამენტს და კონტექსტიდან მოწყვეტით გადის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

„ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს ბოლშვეკური მმართველობის სტილს, ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა, მაგრამ „ქართულ ოცნებისგან“ ეს უკვე აღარ გვიკვირს. ჩვენ არ მოგვწონდა წინა რეჟიმის მმართველობის სტილი, ჩვენთვის ის მიუღებელი იყო, მაგრამ მე ვსაუბრობდი პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ შეიქმნა, დაიბადა, ჩვენ თვალწინ, ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი, ძველი რეჟიმი შეერწყა ახალს, ერთი გახდა ეს ყველაფერი და დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები, მითვისებულია ხელისუფლება, დღეს პარლამენტი უხეშად არღვევს კანონმდებლობას და ვითომ არაფერი და ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო?“ – განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს.

 

თეგები: ირმა ინაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” მმართველობის 9 წელმა მოიტანა უნიჭო და მდაბიო პოლიტიკური თამაშები! – ირმა ინაშვილი

ივლისი 3, 2021
777
პოლიტიკა

ირმა ინაშვილი პატრიარქის დასაცავად მასშტაბურ აქციას აანონსებს

მაისი 19, 2021
804
პოლიტიკა

ამას არანაირი გამართლება არ აქვს – ირმა ინაშვილი კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტს ი​ცავს

აპრილი 2, 2021
1.4k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია