“თუ ჩვენ მართლაც გვსურს და „ქართულ ოცნებას“ მართლაც სურს განაცხადი შეიტანოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე, მაშინ ჩვენ 2022 წელს არჩევნები უნდა ჩავატაროთ და ახალი პარლამენტი ავირჩიოთ”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ “ქრონიკასთან” განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, თუკი 2022 წელს არჩევნების ჩატარებაზე “ქართული ოცნება” თანახმა არ იქნება, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის კიდევ ერთი გზა პლებისციტის ჩატარებაა.
“„ქართულ ოცნებას“ ჩვენ ასევე შევთავაზეთ ადგილობრიც არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება. თუ საქართველოს მოსახლეობა იტყოდა, რომ მას არ სურს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია ვალდებული იქნებოდა, ჩვენი თანამოქალაეების აზრი, მოწოდება გაეთვალისწინებია და ამ შემთხვევაშიც იგივე ვითარება გვექნებოდა. ოპოზიცია შევიდოდა პარლამენტში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.










