ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრების გახსნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ თუ რომელიმე ობიექტი დაარღვევს რეგულაციას, მას შეუჩერდება მუშაობა.
,,ჩვენ მივიღეთ ძალიან სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილება. ჩვენი ამოცანა იყო და არის პანდემიის შეკავება, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. თუმცა პერიოდულად ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს როდესაც ვაძლევ ეკონომიკის ამა თუ იმ სფეროს ამოსუნთქვის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ეპიდემიოლოგიურ რისკებს ეს რა თქმა უნდა შეიცავს.
დღეს რეგულაციების დაცვით გაიხსნა არასასურსათო სავაჭრო სექტორი, მოლები, მცირე მაღაზიები. ეს იყო მნიშვნელოვანი რადგან ესენი არის ყველაზე მახვილი დამსაქმებლები და რა თქმა უნდა, დიდი შემომტანი ეკონომიკაში არის ვაჭრობა. ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ძალიან მკაცრი კონტროლით მიმდინარეობს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს დაუგროვდათ გარკვეული საჭიროებები და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რამდენადაც მე ვიცი რაიმე მსხვილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ადამიანები დისციპლინარულად იქცევიან. თუ რომელიმე ობიექტი დაარღვევს რეგულაციას და ჩვენ დავინახეთ საფრთხე მას შეუჩერდება მუშაობა “, – განაცხადა ნათია თურნავამ.











