დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაიწყება სკოლებში სწავლა სექტემბრიდან.
როგორც გამყრელიძე ამბობს, თუ სექტემბერშიც მსგავსი მძიმე ეპისდიტუაცია იქნება, დაავადებათა კონტროლი სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.
ღმერთმა არ ქნას, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იყო სექტემბრისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ველით, რომ ეს სიტუაცია შეიცვლება. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა ჩამოვა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის დაწყების შესახებ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 6 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადბითობის დღიური მაჩვენებელი კი 12.97%-ია.
ასევე, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო გახდა.











