„გატარებული ღონისძიებები და მოსახლეობის დამყოლობა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს ერთიერთში”- ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა აჭარის ტელევიზიის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა, რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ და არ დავიღლები, შემოღებული ღონისძიებები, რომ მაღაზია არ მუშაობს, რესტორანი არ მუშაობს , საკმარისი არ არის, ჩვენ თუ არ ავიყვანეთ ნიღბის ტარება მაღალ ხარისში, სოციალური ქცევა თუ არ შევცვალეთ, ერთმანეთთან სტუმრობას და თავყრილობებს თავი არ დავანებთ, არანაირი ხელშესახები შედეგი სამწუხაროდ არ გვექნება. ღონისძიებები რომელიც გატარებულია და მოსახლეობის დამყოლობა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს ერთი ერთში”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა
შეგახსენებთ, ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის შეთხვევების ზრდა კვლავ მზარდია.










