დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ წელს მოსახლეობის 60% არ ავცერით პანდემია არ დასრულება.
როგორც გამყრელიძე ამბობს, წელს მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
„თუ წელს მოსახლეობის 60% არ ავცერით პანდემია და ეპიდემია ჩვენთან არ დასრულება და ყველა ის გამოწვევები და ის გამოწვევები და სირთულეები, რაც მოსახლეობას აქვს კვლავ გაგრძელდება. ამ ტიპის გამოწვევას ამ 100 წლის განმავლობაში ჯერ ადგილი არ ჰქონია. ამ გამოწვევამ შეარყია და შეაზანზარა მთელი სამყარო. წელს უნდა ავცრათ მილიონ 700 ათასი ადამიანი, ძალიან ამბიციური სამიზნე გვაქვს ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











