„თუ ვირუსი მომაკვდინებელია, სასტუმრო უშველის?! ავადმყოფი არის ავადმყოფი და მას მკურნალობა სჭირდება და არა, დალოდება“,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, სასტუმროებში ადამიანების მკურნალობა ფულის გაკეთებისთვის არის მოგონილი.
„ვიღაცეებს“ მოეწონათ, როგორც ჩანს, ფულის კეთება და უსიმპტომოების თავისსავე სასტუმროებში გადაყვანა დაიწყეს. აბა როგორ შეიძლება ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავდეს და ბანკირები მილიარდს შოულობდნენ?!
ახლა კი, როდესაც პროცენტების სუბსიდირებაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი ხომ საბანკო სფეროსთვისაა მოწყობილი და არა ადამიანებისთვის,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, სადავო არ არის, რომ ვირუსი არსებობს, თუმცა მას სიმპტომებიც უნდა ჰქონდეს.
“ ის, რომ ვირუსი არსებობს, მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ, თუ ვირუსია მას სიმპტომიც აქვს, როგორც სხვა ვირუსებს. ამათმა კი, ექიმები კომერსანტებად აქციეს, საავადმყოფოები მარტო მომსახურებს სფეროდ და არა ინფრასტრუქტურის ნაწილად; განათლების სფეროც ბოლომდე დაანგრიეს და ფსიხოზამდე მიიყვანეს ბავშვები;
მცირე სასტუმროების, კაფე-ბარებს, რესტორნებს მეპატრონეებს კი იეს აუბედურებენ, არავის აინტერესებს ვინ აუნაზღაურებს ამ ადამიანებს ამხელა დანაკარგს.
21 მარტს მხოლოდ მე ვითხოვდი, ეკონომიკა არ ჩაეკეტათ და ახლაც ვამბობ, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილია, როდესაც ტურისტული სეზონი ჩავარდნილი, ეს ადამიანები საბანკო პროცენტებისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდნენ!
არც ეკუთვნით იურიდიულად, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის! თუ ზარალობს ხალხი, ინდა იზარალოს ბანკმაც!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
ცნობისთვის, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 18-65 წლამდე ადამიანებს, რომლებსაც ვირუსი უსიმპტომოდ ექნებათ, მკურნალბოას სპეციალურად მოწყობილ სასტუმროებში გააგრძელებენ, საავადმყოფოები კი შედარებით მძიმე პაციენტებს დაეთმობა.











