fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თურნავა: 2021 წელს ეკონომიკის 4,3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ვაქცინაცია და რეგიონში მშვიდობა

23:05 თებერვალი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
812
ნახვა

2021 წელს ეკონომიკის 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ვაქცინაცია და რეგიონში მშვიდობა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო, ქვეყნის ეკონომიკისთვის 2020 წელი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე პროგნოზირებული იყო.

„2020 წელი მართლაც იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის პანდემიის მეორე ტალღა, რომელიც ზოგადად არაპროგნოზირებადი პროცესია. ამიტომ ეკონომიკური ზრდა ან ვარდნაც არაპროგნოზირებადი ხდება. გარდა ამისა, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მიმდინარე ვითარება. იცით, რომ ამ დროს იყო სწორედ კონფლიქტის გაღვივება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც შემდგომ მშვიდობით დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2021 წელს სწორედ ორი ფაქტორი გვაძლევს 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს. ერთი, ეს არის ვაქცინაცია, რომელიც უკვე დაწყებულია, მაგრამ დიდად ვართ დამოკიდებული ვირუსის შემდგომ მოქმედებასა და ვაქცინაციის ტემპზე; მეორე- რეგიონში არის მშვიდობა და ნეგატიური ფაქტორიც აღარ იარსებებს“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რაც მთავრობას 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აქვს დაგეგმილი.

„2021 წელს 4.3-პროცენტიანი ზრდის მიღწევა დიდად არის დამოკიდებული ჩვენს საკუთარ ძალისხმევაზეც. გავაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, რაც არა უბრალოდ დააჩქარებს ზრდის პროცესს, არამედ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს. ეს იქნება ინკლუზიური ზრდა, ანუ სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ზრდა. გარდა ამისა, ავამოქმედებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის პრივატიზაციის ახალი, ინტენსიური პოლიტიკა. წელს გვაქვს სიახლეები, რომელსაც სულ მალე გავასაჯაროვებთ. ასევე წიაღისეულის ლიცენზიების მასშტაბური გაცემა, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და პარალელურად, კორპორატიზაცია და რეფორმა. ეს სამი ფაქტორი იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების სასარგებლოდ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

თეგები: ნათია თურნავა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

თურნავა: ბატონმა ბიძინამ წყალტუბოს კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა

სექტემბერი 13, 2021
803
საზოგადოება

მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა – ნათია თურნავა

აგვისტო 30, 2021
907
საზოგადოება

ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

აგვისტო 29, 2021
887

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია