ეკონომიკისთვის მთავარი რისკი პანდემიაა – ყველა დანარჩენი რისკი მართვადია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მთავარი რისკი არის პანდემია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ეს რისკი შევამციროთ. ყველა დანარჩენი რისკი მართვადია. პანდემიასთან დაკავშირებით, მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია გვჭირდება“,- განაცხადა თურნავამ.











