საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებული წერილი, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის მაღალ დონეზე მიუთითებს.
მისი თქმით, ის კონგრესმენები, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტთან არიან შეხებაში, საქართველოს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევენ.
„მთავარია ის, რომ ამერიკა არის ჩვენი უძლიერესი სტრატეგიული პარტნიორი და ეს ბევრჯერ დადასტურდა.
ეს დოკუმენტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები არის საკმაოდ მაღალ დონეზე. თანამშრომლობა უფრო და უფრო აქტიური ხდება და უფრო უკეთეს პერსპექტივებს გვისახავს. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანობაში კონგრესმენები, რომლებიც ამ დოკუმენტთან არიან შეხებაში, საქართველოს მიიჩნევენ სტრატეგიულ პარტნიორად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილზეც იყო საუბარი.
როგორც დოკუმენტში ეწერა, ბიძინა ივანიშვილი „პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.
მოგვიანებით, რესპუბლიკელმა სენატორმა დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის შესახებ მას არაფერი დაუწერია და ამისთვის მას ტექნიკური ექსპერტები ჰყავდა აყვანილი.











