მსხვილ საწარმოებში ვაქცინაციისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოსახლეობა დავარწმუნეთ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. თუმცა რეგიონებში ვაქცინაციის მიმართ ჯერ კიდევ ფრთხილი დამოკიდებულებაა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ერთობლივად გადავლახავთ. ერთადერთი აქტიურობაა მთავარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. ვაქცინები და აცრის ინფრასტრუქტურა საკმარისია. უფრო მეტიც, მსხვილ საწარმოებში, ადგილზე ვაქცინაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას განვიხილავთ, თუკი ამის მოთხოვნა იქნება. უბრალოდ, ისევ და ისევ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი აქტი და ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს“, – აღნიშნა თურნავამ.











