fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თურნავა – პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავეთ საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებითვის ქვეყანაში შემოსვლის რეალობაზე მორგებული ახალი შემსუბუქებული რეჟიმი

13:43 იანვარი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
817
ნახვა

პრემიერ-მინისტრის დავალებით და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავამ ისაუბრა იმ შემსუბუქებულ რეგულაციებზე, რომელიც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებზე, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემთხვევაში გავრცელდება.

„პირველი თებერვლიდან აღდგება რეგულარული ფრენები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის.

ეს შემსუბუქება ხელს შეგვიწყობს, რეგულარული ფრენების აღდგენის პირობებში, ყველა ეპიდემიოლოგიური წესის და სიფრთხილის დაცვით, თანდათან ავამოქმედოთ ტურისტული პოტენციალი, შესაძლებლობების ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა.

დღემდე საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე შემოდიან ან ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ PCR ტესტი წარდგენილი ქვეყანაში შემოსვლისას, 12 დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან და ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ.

1 თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ შემოსვლისას ნეგატიური PCR ტესტი, 12 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8 დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ჩვენ ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით,  უცხო ქვეყნის ვიზიტორებს ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს – ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, (რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას), დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა.

რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

თეგები: ნათია თურნავა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

თურნავა: ბატონმა ბიძინამ წყალტუბოს კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა

სექტემბერი 13, 2021
803
საზოგადოება

მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა – ნათია თურნავა

აგვისტო 30, 2021
908
საზოგადოება

ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

აგვისტო 29, 2021
887

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია