ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია WizzAir-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს.
„რა თქმა უნდა, ეს მყისიერად არ მოხდება, თუმცა ეს უკვე აძლევს საშუალებას WizzAir-ს, რომელიც ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან აღადგენს საქართველოში ბაზას. არაერთხელ მითქვამს ადრეც, რომ ეს იყო პანდემიით გამოწვეული დროებითი ნაბიჯი, რომლის მსგავსი გადაწყვეტილებებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ავიაკომპანიამ მიიღო. ახლა WizzAir-ი ხედავს ჩვენი ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტრაექტორიას და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა საქართველოში აღდგება“, – განაცხადა თურნავამ.











