fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თურნავამ ის სფეროები დაასახელა, რომლის გახსნაზეც მთავრობა იმუშავებს

13:39 თებერვალი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
826
ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ის სფეროები დაასახელა, რომელთან დაკავშირებითაც, მთავრობა არსებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე მუშაობს.

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდი, განსაკუთრებით, პანდემიის მეორე ტალღის კვალობაზე, ვახორციელებდით არა ზედმეტად მკაცრ, არამედ – უფრო წერტილოვან და სექტორულ შეზღუდვებს, რადგან დარწმუნებულები ვიყავით და ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკა, რომელიც ისედაც ძალიან დაზარალდა პანდემიის შედეგად, უფრო მკაცრ შეზღუდვას ვერ გადაიტანს. მოხარული ვარ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ გაკონტროლების კვალდაკვალ, მოგვეცა შესაძლებლობა, თებერვალი შემსუბუქებასთან ყოფილიყო ასოცირებული. პრაქტიკულად, თითო კვირა გარკვეული შემსუბუქებით იწყებოდა. ჯერ კიდევ, მნიშვნელოვანი სექტორები რჩება შეზღუდვის ქვეშ. ჩვენ, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, ინსტიტუციურად, მიდრეკილნი ვართ გახსნისკენ, ვიდრე – შეზღუდვისკენ.

ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, კვლავ დავსვათ განსახილველად დარჩენილი ინდუსტრიების გახსნის საკითხი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ფრთხილად მოხდება. რაც შეეხება პრიორიტეტებს – ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველი პრიორიტეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა ამ მობილობის შეზღუდვას. ვფიქრობ, რომ ნომერი პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია რესტორნების შიდა სივრცეების საკითხი; მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რესტორნებთან, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია. ახალ რეგულაციებსაც ვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდგომი სფერო ეს იქნება. ასევე, სასტუმროების შემთხვევაში, საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმებამდე მივედით, თუ როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება. ფიტნესცენრები და კერძო საბავშვო ბაღები კვლავაც დახურულია. ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია, ვეხმარებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა. ვფიქრობ, შემდეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ მარტში, უნდა ვიმსჯელოთ ამ დარჩენილი დარგების გახსნაზე. ყველაზე მტკივნეული საკითხია ზამთრის კურორტები, რადგან აქ ბუნებრივი „დედლაინიც“ არსებობს – იწურება ამ კურორტების გახსნის შესაძლებლობა და პერიოდი. ჩემი აზრით, კვლავაც შეიძლება, მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც – საბაგიროების გახსნის გარეშე, თუ ეს ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით მოხდება. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მე განსახილველად დავაყენებ, ეს იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თეგები: ნათია თურნავა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

თურნავა: ბატონმა ბიძინამ წყალტუბოს კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა

სექტემბერი 13, 2021
803
საზოგადოება

მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა – ნათია თურნავა

აგვისტო 30, 2021
906
საზოგადოება

ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

აგვისტო 29, 2021
887

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია