Aljazeera წერს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაზიანთეფში, სანკოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 8 კოვიდინფიცრებული ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი მაღალი ნაკადის ჟანგბადის თერაპიის აპარატის აფეთქებას მოჰყვა.
შვიდი კოვიდინფიცირებული ადგილზ გარდაიცვალა, ერთი კი – სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილთა შორის 65-დან 85 წლამდე ასაკის ინფიცირებულები არიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.











