fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თურქეთის საელჩო საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთის წესებზე ინფორმაციას ავრცელებს

17:58 ივნისი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
906
ნახვა

საქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთისას საკარანტინო ზომები არ გამოიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც საზღვრის კვეთამდე სულ მცირე 14 დღით ადრე ექნებათ ჩატარებული ვაქცინაცია ან/და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის განმავლობაში.

„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, 2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, თურქეთის ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით (სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო) საზღვრის კვეთის წესები შემდეგია: საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთისას (ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი) საკარანტინო ზომები არ გამოიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც: საზღვრის კვეთამდე მინიმუმ 14 დღით ადრე ჩაიტარებენ ვაქცინაციას; ან /და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ შემთხვევაში მათ არ მოეთხოვებათ „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაც“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

გარდა ამისა, საელჩოს განმარტებით, პირებზე, რომლებიც თურქეთის საზღვრის კვეთისას ვერ წარადგენენ ვაქცინაციის მოწმობას ან „კოვიდ-19“-ის გადატანის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს, გავრცელდება შემდეგი წესები: „აღნიშნულმა პირებმა უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

თურქეთის ტერიტორიაზე შესული ვიზიტორები, მათი დანიშნულების ადგილის მიხედვით, შეიძლება, დაექვემდებარონ შერჩევით (Sampling) „პისიარ“ ტესტირებას, რომელსაც ჩაატარებს ჯანმრთელობის სამინისტრო.

ამ შემთხვევაში, ვიზიტორები ჩააბარებენ ტესტის მასალას, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დანიშნულების ადგილას გამგზავრების უფლება. თუ ტესტის პასუხი პოზიტიური აღმოჩნდება, ჯანდაცვის სამინისტრო „კოვიდ-19“ რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს მათ მკურნალობას. ტესტის დადებითი შედეგების მქონე პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფები დაექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. კარანტინი დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ მეათე დღის ბოლოს ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხი იქნება ნეგატიური. იმ პირების საკარანტინო პერიოდი, რომლებსაც დაუდასტურდებათ, რომ არიან B.1.617 მუტანტის მატარებლები, დასრულდება მე-14 დღის ბოლოს ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე.

თვითმფრინავის /გემის ეკიპაჟის წევრები, საკვანძო პოზიციის მეზღვაურები და სატვირთო მანქანების მძღოლები თავისუფლდებიან SARS-CoV-2 PCR ტესტირებისა და კარანტინისგან“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

თეგები: თურქეთის საელჩო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს

სექტემბერი 3, 2021
876
საზოგადოება

15 მარტიდან თურქეთში შესვლის წესი იცვლება

მარტი 13, 2021
845
მთავარი ამბავი

თურქეთის საელჩო განმარტავს, რომ თბილისში მუშაობა არ შეუჩერებია

ოქტომბერი 26, 2020
884

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია