თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 721 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი გარდაიცვალა, 1 241 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 309 790 შემთხვევა დადასტურდა. 7 786 ინფიცირებული გარდაიცვალა, 271 964 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











