თურქეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გახსნას ან მანამდე სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარიან კომპენსაციას ითხოვდნენ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ლადო მგალობლიშვილს შეხვდნენ.
შეხვერდას წინ უძღოდა აქცია, სადაც მოქალაქეებმა მათი მოთოვნები გააჟღერეს.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, თუ საზღვრები არ გაიხსნება, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია ხალხს არ ყოფნის და ეს პრობლემა მოაგვარონ. ბანკები ახრჩობს ხალხს. გადაავადონ ან დაგვეხმარონ ამ ბანკების პროცენტებში. 300 ლარიანი დახმარება ერთჯერადი კი არა, მრავალჯერადი უნდა იყოს, სანამ საზღვარი არ გაიხსნება. ლადო მგალობლიშვილმა მოგვცა პირობა და ველოდებით პასუხს. ნახევარ საათში გადააგზავნის მთავრობაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაია ჯიჯავაძემ ლადო მგალობლიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ლადო მგალობლიშვილის თქმით, მოახდენს საქართველოს მთავრობის ინფორმირებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით
„შევთანხმდით, რომ ნახევარ საათში საქართველოს მთავრობაში გავაგზავნი წერილს და მოვახდენ პრობლემებზე ინფორმირებას. სანამ საზღვარი გაიხსენა აქ ორი მოთხოვნა, გაგრძელდეს. კერძოდ, სამას ლარიანი კომპენსაციები და მეორე ბანკებში აქვთ პრობლემა პროცენტებზე,”- განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











