თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
გავრცელებული ცნობით, მუტირებული ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც თურქეთში გაერთიანებული სამეფოდან შევიდნენ.
თურქეთში გაერთიანებული სამეფოდან მგზვარების შესვლა დროებით შეწყდა.











