თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 61 967 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 362 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 4 446 591 შემთხვევა გამოვლინდა, 36 975 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 844 342 – გამოჯანმრთელდა.











