თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში თურქეთში კოვიდის 22 216 შემთხვევა გამოვლინდა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსით 3,035,338 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 30,178-ს შეადგენს.











