თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 318 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 4,268,447 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 35,926 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











