თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გააცილა.
„საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს” – ეს განცხადება პრემიერმა ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.











