თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კონიაში, ტურისტებით დატვირთული სამგზავრო ავტობუსი გზის პირას მდებარე ღობეს დაეჯახა და გადაბრუნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა. ტურისტული ავტობუსი იზმირიდან გაემგზავრა, მწყობრიდან გამოვიდა და მოყინულ გზაზე მოსრიალდა.
დაზარალებულები კონიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.










