თურქული ლირა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თურქულმა ლირამ დოლართან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმს (8.15-ს) მიაღწია.
ანალიტიკოსები ლირის გაუფასურებას ინფლაციის დონეს უკავშირებენ, რომელმაც გასულ თვეს – 11,7% შეადგინა.
მიმდინარე წელს ლირის ღირებულება 26%-ით შემცირდა. თურქეთის ხელისუფლებამ 18 თვის განმავლობაში ვალუტის გასამყარებლად 134 მილიარდი დახარჯა.
„აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა ლირას გაუფასურების ახალი წყაროა“,- აცხადებენ თურქეთში.








