ერთი ადამიანი დაშავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თუშეთი-აბანო- ომალოს გზის მონაკვეთზე.
სატვირთო ავტომობილი, რომელიც თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდა, რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან, ხევში გადავარდა. ავტომობილის მძღოლმა სხეულის დაჟეჟილობა მიიღო.
ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თუშეთი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევების უმრავლესობა მსხვერპლით სრულდება.
2019 წლის 27 ივლისს, გზაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და ხუთიც მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილებს შორის, არასრულწლოვანიც იყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











