თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი, ჯალალ არუთიუნიანი დაჭრილია და ის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გენერალ ჯალალ არუთიუნიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა გასცა. მის ადგილს მიკაელ არზუმანიანი დაიკავებს.
როგორც გამოცემა იუწყება, არუთიუნიანი ფრონტის ხაზზე დაიჭრა და მას მოვალეობის შესრულება ამჟამად არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან არ წყდება.











