თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის თავდასხმებს კიდევ 49 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს.
მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება.











