ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ამ დროისათვის, ტოჩინოშინის მაჩვენებელი 5 მოგება და 3 მარცხია. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი, დარჩენილი 7 შეხვედრიდან მხოლოდ სამის მოგება სჭირდება.
ქართველი სუმოისტი მომდევნო ორთაბრძოლას აღმოსავლეთის მე-10 მაეჰაშირა რიუდენთან ჩაატარებს.










