ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დირექტორი ჰოლოკოსტზე ხუმრობისთვის გაანთავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ WP ავრცელებს.
48 წლის კენტარო კობაიასმა 1998 წელს ჰოლოკოსტზე დამცინავი განცხადებები გააკეთა.
კობაიასიმ კომედიური დუეტის ერთ-ერთ სკეტჩში ჰოლოკოსტს დასცინა. კერძოდ მან ნაცისტების მიერ მოკლული ექვსი მილიონი ებრაელი გაიხსენა და თქვა: „მოდით, გავითამაშოთ ჰოლოკოსტი“.











