„კოვიდი კვლავ ჩვენთანაა“,- ამის შესახებ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ტომ ფრიდენმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„კოვიდთან ბრძოლა არ დაგვისრულებია, ის კვლავ ჩვენთან არის. ახალი შტამები რისკის შემცველია. არ შეიძლება გამარჯვება მაშინ გამოაცხადო, როდესაც პანდემიის მესამე კვარტალში ვართ. ამერიკელებმა უნდა განაგრძონ პირბადის ტარება და ხალხმრავალ ადგილებს თავი აარიდონ. განსაკუთრებით იქ, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია“, – განაცხადა ტომ ფრიდენმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ი კორონავირუსით 29 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.











