ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი დირექტორის, ტომ ფრიდენის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში საკმარისს არ აკეთებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„შეიძლება ჩვენ სახლში ჯდომისა და ავადმყოფობისგან დავიღალეთ, მაგრამ ვირუსი არ დაღლილა. ის არ დაღლილა იმისგან, რომ კვლავ ცუდად გაგვხადოს“,- განაცხადა ფრიდენმა.
მისი თქმით, აშშ-ში ვირუსის შემთხვევების ზრდა მასშტაბურ ტესტირებას არ უკავშირდება, როგორც ამას დონალდ ტრამპი და ზოგიერთი რესპუბლიკელი ამტკიცებს.
„ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს იმისთვის, რომ ვირუსს დავშორდეთ. არ ხდება კონტაქტების ეფექტური იდენტიფიკაცია, რაც ახალი შემთხვევების ასაცილებლად და პრევენციის მიზნით ასეთი მნიშვნელოვანია“,- ამბობს ფრიდენი.











