ქუთაისში, საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ორ ფეხბურთელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.
„ინფიცირებულებიდან რამდენიმე კოვიდსასტუმროშია განთავსებული, რამდენიმე თვითიზოლაციაში. კლუბს საწვრთნელი ვარჯიშები არ შეუჩერებია. ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება“,- აცხადებენ „ტორპედოში“.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბს 28 ოქტომბერს თბილისის ,,დინამოსთან” მატჩი უნდა გაემართა. ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, „ტორპედოსა“ და ,,დინამოს” დაპირისპირება 26 ნოემბერს შედგება.
ასევე გადაიდო ,,ტორპედოსა”და ბათუმის ,,დინამოს” შეხვედრაც. ის 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება.
ავტორი: კესო მოლაშხია











