მეშახტებმა პროტესტი შეწყვიტეს. 33-საათიანი პროტესტის შემდეგ მეშახტეები შახტიდან ამოვიდნენ.
მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის შახტში ჩასვლის შემდეგ დასრულდა. ბეჟან წაქაძის თქმით, გაფიცულები დათანხმდნენ, საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ.შახტში მყოფები მეშახტეების თქმით, ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ.
მათივე თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და მოითხოვენ ხელფასი სრულად დაერიცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.
ავტორი: კესო მოლაშხია









